კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში) მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2191 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.
კრუბერის მღვიმე – აფხაზეთი, საქართველო.
კრუბერას მღვიმე არის ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე დედამიწაზე, იგი მდებარეობს ბერჭილის ქედზე გაგრის რაიონში (აფხაზეთი, საქართველო) . მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები და სატალაგმიტები ასევე ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა, ასევე არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები, რაც დამახასიათებელია კარსული მღვიმეებისათვის. კრუბერის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. შესასვლელი 2320 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს . იგი მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე გახდა 2001 წელს, როდესაც უკრაინის სპელეოლოგიურმა ასოციაციამ მიაღწია 1710 მეტრს, რომელმაც ადრე აღმოჩენილ, ავსტრიის ალპებში Lamprechtsofen-ის მღვიმეს გადააჭარბა . 2004 წელს პირველად უკრაინელმა სპელეოლოგიურმა ჯგუფმა მიაღწია 2000 მეტრს… ვარაუდობენ რომ მისი მაქსიმალური სიღრმე 2191 მეტრია.
ბოლო დღეებში საინტერესო სტატიები იწერება ბრიტანულ და თურქულ ონლაინ-ჟურნალებზე, კრუბერას გამოქვაბულის შესახებ… ორივე ქვეყნისჟურნალისტები საუბრობენ მსოფლიოს უდიდეს კარსტულ გამოქვაბულზე.
time-news.co და sabah.com.tr კვირის მიწურულს დიდ ადგილს უთმობენამ გამოქვაბულის სესახებ ინფორმაციას… წყაროების თანახმად, მსოფლიოსყველაზე საშინელი გამოქვაბული, მნახველებისთვის ნამდვილად შოკისმომგვრელია.
ბრიტანული წყაროს ცნობით, პირველად მსოფლიოს უდიდესი კარსტული მღვიმე აფხაზეთში ფრანგებმა აღმოჩინეს, 1956 წელს.
არსებობს ასევე სხვა ვერსია, რის თანახმადაც,პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერაკრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს დაუკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფროღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა,რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა, რაც შეეხებაქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველისაულე პენკენე. ბრიტანული და თურქული წყაროები გამორიცხავენქართველთა მიერ გამოქვაბულის აღმოჩენას, მათ ინფორმაციის თანახმად,თავდაპირველად ეს მღვიმე ფრანგებმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, კრუბერას გამოქვაბული “ეიფელის” კოშკზე 6.5 ჯერ, ხოლოდუბაიში მდებარე “ბურჯ ელ ხალიფას” ცათამბჯენზე 2.5 ჯერ უფრო მაღალია.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, გამოქვაბული სახელი, ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად ეწოდა.
ბრიტანელების აზრით, ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომსაქართველო, როგორც კავკასიური ქვეყანა, გამოირჩევა თავის მრავალფეროვნებითმსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან. ამიტომ მსოფლიო ლიდერებმა ქვეყნისადმიგანსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.