ერთხელ, ტყეში ვსეირნობდი და დავინახე ჭა. მივედი მასთან, შევედი ლიფტში, დავჯექი ველოსიპედზე, დავქოქე მოტოციკლი და ბუმ! ჩემთან კონტროლიორი მოდის და მეუბნება:
– დეიდა, დამითმე რა ადგილი.
მე კიდევ ვპასუხობ, რომ არ ვეწევი. ხოდა, ეს ბავშვი ეგრევე ტირილს იწყებს. მაგრამ მე არ დავბნეულვარ და სახეში მუშტი ვწყვიტე, მან მუხლზე ხელი წაივლო და ყვირილი ატეხა: “ააა ზურგი! ჩემი ზურგი!”
ჩემთვის ვფიქრობ, ამან რა, სულ გაუბერა? გამოვდივარ ამ ტრამვაიდან, ვხედავ, მარშრუტკა დგას. მივდივარ და ვეუბნები:
– ცისფერი ვინსტონი და ნახევარი ლიტრი არაყი.
გამყიდველი გოგო “ბონდს” და ლუდს მაძლევს, ვიღებ ამ პრიმას და სამაგონს, და გავურბივარ პოლიციელებს. მაგრამ მეხანძრეები სასწრაფო დახმარების მანქანით მაინც მეწევიან! დამეწიენ და მეუბნება: “ხურდა დაგრჩათ”.
მოკლედ, ვიღებ ერთ კილო ვაშლს და მივდივარ ბაზარში სავაჭროდ. მიმაქვს, ვალაგებ დახლზე ბანანებს. ეგრევე ქალი მოდის, ყველა ფორთოხალს ყიდულობს და მეუბნება, რომ ზარდახშაში ჩავუწყო. მე კიდევ ვფიქრობ, ამას ხო არ აკლია, 20 საზამთრო ჩანთაში როგორ ჩავუწყო?! გამოვართვი ფული და წავედი სახლში.
მეტი ტყეში აღარ წავსულვარ… და აღარც სოკოებისთვის მიხლია ხელი…