მამა სანამ გარდაიცვლებოდა თავის შვილს უთხრა:
“ეს საათი არის შენი დიდი ბაბუის მოცემული, მაგრამ სანამ ამ საათს მოგცემ, შენ უნდა წახვიდე საათების მაღაზიაში და გაიგო საათის ღირებულება, თუ რამდენად გაიყიდება ეს საათი”.
– ის წავიდა და როცა უკან დაბრუნდა, მამას უთხრა: “მესაათემ ეს სააითი 5 დოლარად შეაფასა”.
მამამ ისევ უთხრა, რომ წასულიყო დიდ მაღაზიაში და ისევ გაეგო საათის ფასი.
– შვილი ისევ დაბრუნდა და უთხრა, რომ აქაც ” 5 დოლარად შეუფასეს საათი”.
მამამ სთხოვა წასულიყო იველირთან, ეჩვენებინა საათი და ეკითხა მისი ღირებულება.
– დაბრუნების შემდეგ შვილმა მამას უთხრა: “იუველირმა, ეს პატარა საათი, მილიონად შეაფასა.”
მამამ უთხრა: ” ამით მინდოდა გცოდნოდა, რომ სწორი ადგილი მართებულად აფასებს შენს ღირებულებას. არ დააყენო შენი თავი არასწორ ადგილას, რადგან მერე არ ინანო, რომ დამსახურებულად არ შეგაფასეს.
ვინც იცის შენი ფასი, ის სათანადოთ დაგაფასებს კიდეც, ნუ გაჩერდები იქ სადაც შენი ადგილი არ არის. ყოველთვის იცოდე შენი თავის ფასი…”