ჩვენი წინაპრები უამრავ ისეთ ნივთს იყენებდნენ, რომელთა დანიშნულების ამოცნობაც თანამედროვე მოსახლეობისთვის თითქმის შეუძლებელია. ტერფის საზომი ფეხსაცმლის ზომის ზუსტი განსაზღვრისთვის, სათბური ტაფის ფორმით, უჩვეულო ფენი… ამ და სხვა ნივთების დანიშნულების შესახებ სწორედ ამ სტატიაში გიამბობთ.
1. პედოსკოპი
1920-1960 წლებში, ფეხსაცმლის მაღაზიებში აყენებდნენ ასეთ აპარატებს, რომლებიც საწამებელ მოწყობილობას უფრო ჰგავდა. რეალურად, ეს საშინელი ყუთი რენტგენივით მუშაობდა: უღებდა ტერფებს სურათს და გვეხმარებოდა იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მჭიდროდაა ფეხსაცმელი ტერფზე.
2. ქოთანი
შორეულ XVII-XVIII საუკუნეებში, ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, გოგონებს თან სპეციალური ფაიფურის ქოთნები მიჰქონდათ. მისი დამალვა მარტივი იყო დიდი კაბის ქვეშ, რათა შეუმჩნევლად დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნილებები.
3. კბილის საწმენდი
პირველი შეხედვით, ეს ნივთი სამკაულს უფრო ჰგავს, თუმცა, რეალურად, მეთექვსმეტე საუკუნის კბილის საწმენდია. მას სპეციალური თასმით ატარებდნენ და მრავალჯერადად იყენებდნენ.
4. სამეჯლისო წიგნაკი
ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, კარნე XIX-XX საუკუნის ყველა ქალს ჰქონდა. ეს იყო პატარა წიგნაკი ძეწკვზე, რომელშიც გოგონები ცეკვების ნომრებსა და პარტნიორთა სახელებს იწერდნენ.
5. თმის საშრობი
დამეთანხმებით, ეს მოწყობილობა ჩვენთვის ნაცნობ ფენს საერთოდ არ ჰგავს, თუმცა, მე-19 საუკუნელი ქალბატონები სწორედ მას იყენებდნენ. კერამიკის ან თიხის დაბოლოებაში ასხამდნენ მდუღარე წყალს და თმას მანამ ივარცხნიდნენ, სანამ არ გაუშრებოდათ.
6. სათბური
ჩვენი რედაქციის აზრით, ეს მოწყობილობა ძველი ტაფის ერთ-ერთ სახეობას უფრო ჰგავს, რეალურად კი – ეს უბრალოდ ძველებური სათბურია. დიახ, მეტალის ეს ნაჭერი, გრძელი სახელურით, ივსებოდა გავარვარებული ნახშირით და საბნის ქვეშ იდებოდა. 16-19 საუკუნეში, რა თქმა უნდა, ცენტრალური გათბობა არ იყო, ეს სათბური კი საწოლის გათბობის ერთ-ერთი საშუალება გახლდათ.
7. სათვალე
დავნაძლევდეთ, რომ ვერ გამოიცანით ამ ნივთის ფუნქცია. ალბათ, იფიქრეთ, რომ ეს ერთგვარი ქამარი ან აზღუდი (ლიფი) იყო, თუმცა შეცდით. რეალურად, ფოტოზეა უძველესი სათვალე, რომელიც სახაში იპოვეს, და იგი ზამთრის მზის არეკლილი სხივებისგან იცავდა მფლობელის თვალებს.
8. საპუდრე
ლამაზი აქსესუარი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა მე-19 საუკუნეში, რადგან პარიკების შეპუდვრისთვის იყო შექმნილი.
9. პორტთაიგული
მე-19 საუკუნეში, პორტთაიგულად წოდებული ნივთი გამოიყენებოდა ცოცხალი ყვავილების ჩასადებად, რათა მათ ღეროებსა და მტვერს ხელთათმანი ან ტანსაცმელი არ დაეთხვარა.
10. კვარცხლბეკი
ეს მომხიბლავი ფეხსაცმელი, რომელიც ჩლიქებს უფრო ჰგავს, XIV-XVII საუკუნეში პიანელეს, იმავე კვარცხლბეკის სახელით იყო ცნობილი. იგი იმდროისთვის ულტრამოდური და პრაქტიკულიც გახლდათ, რადგან მისი მთავარი ფუნქციაა გრძელი კაბის დაბინძურებისგან დაცვა.