მეცნიერებმა დაამზადეს ხელოვნური თვალი, რომელიც ადამიანის თვალთან მაქსიმალურად მიახლოებულია 👁
როდესაც აღნიშნული ტექნოლოგია მეტად დაიხვეწება, ვარაუდობენ, რომ იგი ადამიანის მხედველობის აღსადგენად გამოდგება 😲
ხელოვნურ თვალში ფოტოსენსიტიური ნანოსადენების მატრიცა ბადურის ფუნქციას ასრულებს, ხოლო თვალის ნერვებს თხევადი ლითონისგან დამზადებული სადენები იმეორებს. იონური სითხით კი მოხერხდა ბროლსა და ბადურას შორის მინისებრი ნივთიერების იმიტირება ✅
თუმცა სანამ ხელოვნური თვალის მედიცინაში გამოყენება დაიწყება, მას გასაუმჯობესებელი აქვს დიაგონალური ხედვის კუთხე და გამოსახულების რეზოლუცია 🤷♂