🦅 ბოლო დროს გავრცელებული ამბების შედეგად სანამ ყვავების დევნა დაიწყო, გაგაცნობთ მათ.
🐦 ყვავი საოცრად ჭკვიანი არსებაა. თუთიყუშის გამოკლებით, მათ ყველაზე დიდი ტვინი აქვთ ფრინველებს შორის. ტანის და ტვინის შეფარდება შიმპანზეს შეფარდებას უტოლდება, რაც ადამიანთან ახლოსაა. მათი გონებრივი შესაძლებლობები 7 წლის ბავშვისას უტოლდება.
1. ყვავებს ესმით მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
2. ყვავებს აქვთ ძალიან კარგი მეხსიერება. მათ შეუძლიათ ინდივიდუალური ადამიანის დამახსოვრება. ასევე იმასხოსვრებენ იმას ვინც კარგად მოექცა, ხოლო ვინც ცუდათ მოექცა იმაზე შურის ძიება ახასიათებთ. ასევე ისინი სხვასაც ეუბნებიან, რომ გარკვეული ადამიანი საშიშია.
3. მათ შეუძლიათ საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობა ამოიცნონ და ისიც ესმით, რომ სხვისი ფსიქიკური მდგომარეობა სხვანაირი შეიძლება იყოს.
4. ყვავები დაკრძალვის ცერემონიას აწყობენ.
5. ისინი ხვდებიან წყლის მოძრაობის პრინციპებს.
6. ყავებს შეუძლიათ ძალიან რთული, მრავასაფეხურიანი ამოცანების ამოხსნა.
7. ყვავები არა მხოლოდ იყენებენ ხელსაწყოებს, არამედ ამზადებენ კიდეც მათ.
8. ყვავები სჯიან ეგოისტ თანატოლებს რომლებიც უსამართლოდ იქცევიან.
9. ყვავებს შეუძლიათ თვითკონტროლი და იყენებენ მას თუ ეს უკეთეს შედეგს მოუტანთ.
10. მათ შეუძლიათ მომავლის დაგეგმვა და გაცვლა-გამოცვლა იმ ნივთებისა, რომლებიც სჭირდებათ.
11. ყვავები საკომუნიკაციოდ ჟესტებსაც იყენებენ.
12. უფროსი დედმამიშვილები დედ-მამას პატარების აღზრდაში ეხმარებიან.
13. ყვავებს აქვთ რეგიონალური დიალექტი, რომელსაც სურვილისამებრ ცვლიან კიდეც.
14. ყვავებმა იციან როგორ მუშაობს შუქნიშანი.
15. ისინი მონოგამურები არიან, მაგრამ ღალატიც ახასიათებთ.