ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მდებარე კლემენტინუმი ბაროკოს სტილის არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. შენობათა კომპლექსში, რომელიც 20 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, ქვეყნის ეროვნული ბიბლიოთეკაა განლაგებული. არაჩვეულებრივი ფრესკები, რომლებიც მის ჭერს ფარავენ, იან ჰიებლის ფუნჯს ეკუთვნის. ამის გარდა, დაწესებულება გლობუსებისა და საათების უნიკალური კოლექციითაც გამოირჩევა.
მე-11 საუკუნეში ამ ადგილზე წმინდა კლემენტის სამლოცველო მდებარეობდა, შემდეგ ტაძარი ააშენეს, რომელთანაც დომინიკელთა მონასტერი განთავსდა. 1556 წელს კლემენტინუმი იეზუიტთა სასწავლებლად გადაკეთდა, 1622 წელს კი იქ კარლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გადაიტანეს. 1773 წელს, იეზუიტთა ორდენის გაუქმების შემდეგ, ჰაბსბურგთა დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, მარია ტერეზიამ შენობაში უნივერსიტეტი, ობსერვატორია და ბიბლიოთეკა გახსნა, რომელმაც ეროვნულის სტატუსი 1990 წლიდან მიიღო.
- კლემენტინუმის ბიბლიოთეკა პრაღაში
- კლემენტინუმის ბიბლიოთეკა პრაღაში
- კლემენტინუმის ბიბლიოთეკა პრაღაში
- კლემენტინუმის ბიბლიოთეკა პრაღაში
- კლემენტინუმის ბიბლიოთეკა პრაღაში
- კლემენტინუმის ბიბლიოთეკა პრაღაში
- კლემენტინუმის ბიბლიოთეკა პრაღაში