საქართველოს ყოველი კუთხე გამორჩეულია, ყოველი მათგანი განსხვავებული და უსაზღვროდ ლამაზია. ჩემს სტატიებში კი გაგაცნობთ ისეთ ადგილებს , რომლებიც შეიძლება არ გინახავთ და შეიძლება არც კი გაგიგონიათ.
როგორც სათაურიდან მიხვდით, დღევანდელი თემა გახლავთ სოფელი მუხრანი ,რომელიც თბილისიდან 20 წუთის სავალზეა. ეს არის ისტორიული სოფელი სადაც არაერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. მოდით დავიწყოთ მოგზაურობა მუხრანბატონების მამულში.
პირველი შესანიშნავი ადგილი რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს გახლავთ ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი, რომელსაც გარს აკრავს ძველისძველად აგებული ქვის გალავანი. როგორც ისტორია გვამცნობს , სწორედ ამ ტაძრის ეზოში დაიწერა ჯვარი წმ.ქეთევანმა. ყოველი წლის 26 სექტემბერს დიდი დღესასწაული იმართება სოფელ მუხრანში “ქეთევანობა”.
ეს არის ძველი სკოლა რომლის ქვემოთაც გადიოდა გვირაბი და უკავშირდებოდა მუხრანბატონთა სასახლეს.
ახლა ამ სკოლის ეზოშივე არის მუხრანის ნიკო ბაგრატიონის(ბურის) სახელობის #1 საჯარო სკოლა.
შემდეგი გაჩერება არის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.ეს ტაძარიც ცენტრში მდებარეობს და რა თქმა უნდა ყოველ კვირა დღეს აღევლინება წირვა ლოცვა.
ახლა კი ყველაზე მთავარი, შატო მუხრანი ანუ მუხრანბატონების მამული რომელიც ყველა ადამიანს იზიდავს თავისი სილამაზითა და ისტორიით.
მობრძანდით მუხრანში და დარწმუნებული ვარ ძალიან კმაყოფილი დარჩებით.