მეცნიერების თქმით, ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 8, 7 მლნ მცენარე და ცხოველი არსებობს, მაშინ როცა ხმელეთის 86% და ზღვის სახეობის 91% ჯერ კიდევ აღმოჩენილი არაა.უბრალოდ გასაოცარია, რომ ბიოლოგიური კვლევების ასეულობით წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ახალი სახეობის ცხოველების, ფრინველების, მწერების და თევზების აღმოჩენას ვაგრძელებთ. ზოგიერთი სახეობა იმდენად უნიკალურად გამოიყურება, რომ რთული დასაჯერებელია, რომ ჩვენ ერთ პლანეტაზე ვიმყოფებით. როგორც ჩანს, ბუნება ჩვენი ფანტაზიის გამოწვევას არასდროს შეწყვეტს და თავისი შემოქმედებით მუდმივად გაგვაოცებს.დღეს რამდენიმე უჩვეულო ცხოველებზე გიამბობთ.
1.გაიცანით მცირე პირა მაკროპინა, მცირე ზომის ღრმა წყლების ბინადარი. თევზი ბარელის ფორმის თვალებით და გამჭვირვალე თავის ქალით.
2.ვეშაპთავა ყანჩა – საკმაოდ ქარიზმატული ფრინველი კაუჭიანი ნისკარტი, რომელიც ფეხსაცმელს ჰგავს.
3.აშშ-ში ძალიან პოპულარულია ცხენის სახეობა აპალუსა. ის პირველ რიგში უნიკალური, სუნთქვის შემკვრელი შეფერილობითაა დაფასებული.
4.ოდესმე გინახავთ მფრინავი ლემური? მეგობრულად გამოიყურება, არა?
5.სამეფო მემატლია, რომელიც თავს წითელი გვირგვინით იწონებს. რის გამოც ხშირად ჩაქუჩს ადარებს.
6.ეს კოკორია თუ სოკო? სინამდვილეში ხოჭო უმბონია სპინოსა, რომელიც ეკალს ჰგავს და უცხოპლანეტელივით გამოიყურება.
7.ეს ჭიანჭველა საკმაოდ სახიფათო არსებაა. ზურგზე არსებული კაუჭების დახმარებით მსხვერპლის დაჭერა და გაგლეჯვა შეუძლია.
8.ეს სასაცილო არსება გიჟური თვალებით – კიბორჩხალა ბოგომილია. ერთ-ერთი ყველაზე ფერადი არსება, რომელიც შეიძლება ოკეანეში შეგხვდეთ.
9.ამ ცისფერ თევზს საკმოდ წარმოუდგენელი ფერი აქვს!
10.წითელი სახე – მელოტი უაკარის შესანიშნავი დამახასიათებელია – მაიმუნი უნიკალური გარეგნობით.
11.ხოჭო-ჟირაფი ასეთი მეტსახელი გრძელი კისრის წყალობით მიიღო.
12.ხალიჩა რვაფეხა – ბუნების ნამდვილი შედევრი. უბრალოდ ამ ხაზებს შეხედეთ.
13.არ შეგეშინდეთ, ეს უბრალოდ ვარდისფერი ჯავინოსანია. საყვარელია, მხოლოდ ყურადღებას მოითხოვს.
14.რთული დასაჯერებელია, რომ ეს შავი ხვლიკი რეალურია.
15.ამ წითელტუჩა თევზს დღესვე რეკლამაში მონაწილეობა შეუძლია. იდეალურად გამოიყურება!