ბრიტანელი არქეოლოგის, ჰაუარდ კარტერის მიერ 1922 წელს ეგვიპტის ფარაონის, ტუტანხამონის სამარხის აღმოჩენა ფირზე ცნობილმა ფოტოგრაფმა, ჰარი ბარტონმა აღბეჭდა. ისტორიული მოვლენის ამსახველი შავ-თეთრი სურათები, რომლებიც წლების განმავლობაში გრიფითის სახელობის ეგვიპტოლოგიის ინსტიტუტში ინახებოდა, არც ისე დიდი ხნის წინ აღადგინეს და გააფერადეს, რამაც აკლდამის დეტალები გამოკვეთა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოსახულება მოგვცა.
წინა საუკუნეში დაფიქსირებული კადრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ბრიტანულმა კომპანიამ Dynamichrome იზრუნა. სპეციალისტებმა სურათების გასაფერადებლად ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენეს და დროის მიერ დაზიანებული ორიგინალური ნეგატივები განაახლეს. აღდგენილი ფოტონამუშევრების გამოფენა ნიუ იორკში მოეწყო და დამთვალიერებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ტუტანხამონის აკლდამის ძიება ჰაუარდ კარტერმა პირველი მსოფლიო ომის შედეგ დაიწყო და საბოლოოდ მას ეგვიპტის მეფეთა ხეობაში, რამზეს VI-ის განსასვენებელ ნაგებობასთან ახლოს მიაკვლია. სამარხის ოთხივე ოთახი და იქ არსებული ათასობით არტეფაქტი კარგად იყო შენახული. არქეოლოგის განსაკუთრებული ყურადღება ქვის სარკოფაგმა მიიქცია, სადაც ერთიმეორეში განთავსებულ სამ კუბოში სწორედ ახალგაზრდა ფარაონის მუმია იყო ჩასვენებული.
ეგვიპტის მე-18 დინასტიის წარმომადგენელი ტახტზე მამის, ამენჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, ცხრა წლის ასაკში ავიდა. მისი მმართველობა ძველი წელთაღრიცხვით 1332-დან 1323 წლამდე გაგრძელდა. ტუტანხამონი საკმაოდ ახალგაზრდა დაიღუპა. დიდი ხნის განმავლობაში მისი სიკვდილის მიზეზი მეცნიერებს შორის დავის საგანი იყო, თუმცა მოგვიანებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ის, სავარაუდოდ, მალარიამ ან სხვა მსგავსმა დაავადებამ იმსხვერპლა.
1 – ტუტანხამონის აკლდამის დალუქული შესასვლელი, რომელთანაც გუშაგთა სკულპტურებია განთავსებული.
2 – ძროხისთავიანი ტახტი ყუთებთან ერთად, რომლებშიც ხორცი და სხვა სურსათი ინახება.
3 – სელისგან დამზადებული სუდარა ოქროს სამშვენისებით პირველ აკლდამაში.
4 – ჰაუარდ კარტერი მესამე, ოქროსგან დამზადებულ კუბოს ხსნის, რომელშიც ფარაონ ტუტანხამონის მუმიაა მოთავსებული.
5 – აკლდამის საგანძურში ეგვიპტური ნავების მოდელებიც ინახებოდა.
6 – ლომის ფორმის საწოლი და სკივრები სელის ტანსაცმლით. ყველა ეს ნივთი, ეგვიპტელთა რწმენით, ფარაონს საიქიო ცხოვრებაში დასჭირდებოდა.
7 – სკივრები ლომის ფორმის საწოლის ქვეშ და სპილოს ძვლისგან დამზადებული საბავშვო სკამი.
8 – სკივრები და ცის ძროხისთავიანი ქალღმერთის, მეჰეთ-ვერეთის ბიუსტი აკლდამის საგანძურში.
9 – ჰაუარდ კარტერი ფარაონ ტუტანხამონის მუმიასთან.
- November 1925 Tutankhamun’s burial mask.
- Jan. 4, 1924 Howard Carter, Arthur Callender and an Egyptian worker open the doors of the innermost shrine and get their first look at Tutankhamun’s sarcophagus.
- December 1922 A ceremonial bed in the shape of the Celestial Cow, surrounded by provisions and other objects in the antechamber of the tomb.
- December 1922 A gilded lion bed, clothes chest and other objects in the antechamber. The wall of the burial chamber is guarded by statues.
- c. 1923 An assortment of model boats in the treasury of the tomb.
- December 1922 A gilded lion bed and inlaid clothes chest among other objects in the antechamber.
- December 1922 Under the lion bed in the antechamber are several boxes and chests, and an ebony and ivory chair which Tutankhamun used as a child.
- c. 1923 A gilded bust of the Celestial Cow Mehet-Weret and chests sit in the treasury of the tomb.
- c. 1923 Chests inside the treasury.
- December 1922 Ornately carved alabaster vases in the antechamber.
- January 1924 In a “laboratory” set up in the tomb of Sethos II, conservators Arthur Mace and Alfred Lucas clean one of the sentinel statues from the antechamber.
- Nov. 29, 1923 Howard Carter, Arthur Callender and an Egyptian worker wrap one of the sentinel statues for transport.
- December 1923 Arthur Mace and Alfred Lucas work on a golden chariot from Tutankhamun’s tomb outside the “laboratory” in the tomb of Sethos II.
- c. 1923 A statue of Anubis on a shrine with pallbearers’ poles in the treasury of the tomb.
- Dec. 2, 1923 Carter, Callende, and two workers remove the partition wall between the antechamber and the burial chamber.
- December 1923 Inside the outermost shrine in the burial chamber, a huge linen pall with gold rosettes, reminiscent of the night sky, covers the smaller shrines within.
- Dec. 30th, 1923 Carter, Mace and an Egyptian worker carefully roll up the linen pall covering the second shrine.
- December 1923 Carter, Callender and two Egyptian workers carefully dismantle one of the golden shrines within the burial chamber.
- October 1925 Carter examines Tutankhamun’s sarcophagus.
- October 1925 Carter and a worker examine the solid gold innermost sarcophagus.