მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია ადამიანის შეცვლა… ეს ყოველმხრივ დამტკიცებულია. ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 4 ფოტოს, რომელმაც მსოფლიოს შეცვლა მოახერხა. ვაკეთოთ სიკეთე, სიკეთე გადამდებია!
1.
არგენტინაში ქალმა პოლიციელმა, სახელად ალესტა აიალამ სამშობიაროში შენიშნა ჩვილი, რომელიც შიმშილისგან ტიროდა. როგორც გაირკვა ის მშობლებმა მიატოვეს და გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო ექთნებიც საკმაო ყურადღებას ვერ აქცევდნენ. პოლიციის ქალმა ოფიცერმა ექიმისგან ნებართვის აღების შემდეგ, ჩვილი ძუძუთი გამოკვება. მომენტი მისმა მეგობრმა ისტორიული გახადა, როდესაც მას ჩუმად ფოტო გადაუღო. მოგვიანებით ალესტა აიალა თავისი სამაგალითო საქციელით საზოგადოების გმირი გახდა მთელ არგენტინაში. ალესტას ფოტო უამრავ გაზეთში დაიბეჭდა.
2.
მოცემულ ფოტოში ხედავთ სირიელ 12 წლის ბავშვს. შუა ზამთარში სპორტ-დარბაზს გარედან ათვალიერებს, ზურგზე გადაკიდული სკამით და ფეხზე “შლოპანცებით”. როდესაც დარბაზის მესაკუთრემ ბავშვი უკვე რამოდენიმეჯერ შენიშნა ასეთ მდგომარეობაში, მას სამუდამო აბონიმენტი გადასცა. ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძი საქციელია.
3.
ერთი შეხედვით უბრალოდ ფოტოა, თუმცა მისი ისტორია ძალიან რთულად წარმოსადგენია. გოგონას სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდებოდა, დღეები დათვლილი ჰქონდა, თუმცა როგორც მისმა შეყვარებულმა დაწერა სოციალურ ქსელში, დონორი გამოჩენილა. მოგვიანებით როგორც გაირკვა, გულის გადანერგვის ოპერაციისთვის დონორი გოგონას შეყვარებულის ავადმყოფი დედა აღმოჩნდა, რომელსაც გულზე არანაირი პრობლემა არ ჰქონდაა.
4.
აშშ-ში ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მამების თათბირი ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის განვითარებისთვის ფინანსურ დახმარებას. თათბირზე მინიმუმ 50 მამა უნდა დასწრებულიყო, თუმცა ერთ-ერთი მოსწავლის მამამ საპატიო მიზეზის გამო თათბირი გამოტოვა. აქედან გამომდინარე, სკოლის დირექტორმა დასახმარებლად სოციალურ ქსელში განათავსა განცხადება სათაურით – “გვჭირდება ერთი მხოლოდ ერთი მამა, რომელიც სკოლის განვითარებისთვის ფინანსურად დაგვეხმარება”. განცხადების შედეგად, ზუსტად ერთ საათში თათბირს 600 მამაკაცი დაემატა. სკოლის დირექცია გაოცებულიყო, თითოეულმა მათგანმა დიდი ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა სკოლას.