ძაღლი, კატა და თევზი… ამ არსებების გარდა ფრინველებიც ყველაზე მოთხოვნადებს შორის არიან. თუ გინდათ, რომ ფრინველი მოიშინაუროთ, საკმარისია გადაიხადოთ შესაბამისი თანხა ამა თუ იმ ფრინველზე, რადგან დღეს ყველაფერი უკვე გამარტივებულია. თუმცა არსებობენ ისეთი ფრინველებიც, რომლის შეძენა დიდ ფუფუნებასთან არის დაკავშირებული. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ 5 ფრინველს…
1. ფლამინგო
ფლამინგო ბუნების ნამდვილი სასწაულია. ვარდისფერ წყლის ფრინველებს, გრძელი და სუსტი ფეხები, გრძელი მოხრილი კისერი და ვარდისფერი ბუმბული აქვთ. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ის არის, რომ მას აქვს მოხრილი ნისკარტი, რომელიც ამ ფრინველს ეხმარება წყლიდან და ტალახიდან საკვების ამოღებაში. ერთ კონკრეტულ გარემოში მილიონზე მეტი ფლამინგო ბინადრობს, მათი ფასი 1000 – 2000 დოლარამდე იცვლება.
2. ფარშევანგი

www.hdnicewallpapers.com
ფარშევანგები ცნობილები არიან თავიანთი ლამაზი კუდით. მამრებს დაწყვილების პერიოდში კუდი ეშლებათ და თვალისმომჭრელ სილამაზეს გვთავაზობენ. მდედრ ფარშევანგს აქვს ნათელი მწვანე კისერი და ყავისფერი ან ნაცრისფერი ტონის სხეული. არსებობენ კიდევ თეთრი ფერის ფარშევანგებიც, რომლებიც მუტაციის შედეგად გაჩნდნენ ჩვენს პლანეტაზე. ამ ულამაზესი ფრინველის ფასი 1300-3000 დოლარამდე იცვლება.
3. მტრედი
ზოგიერთი ადამიანის აზრით, მტრედი ბევრად მეტია, ვიდრე ჩიტი. მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, მტრედის მოყვარულთა უამრავი წარმომადგენელია. მტრედებს ყოველთვის ყიდულობენ, მიუხედავად მათი ფასების ცვლილებისა. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მტრედი სახელად “არმანდო” ჩინელმა ბიზნესმენმა იყიდა. “ფოსტის მტრედი” და ასევე მსოფლიო ჩემპიონი “არმანდო” 5 წლის ასაკში 1.25 მილიონ დოლარად გაიყიდა.
4. ტუკანი
ტუკანებს პრიალა ბუმბული და ფერადი ნისკარტი აქვთ. ამ თუთიყუშის სახეობის წარმომადგენლის ნისკარტი თითქმის მის სხეულს უტოლდება, ტუკანების სამშობლო მექსიკაა… კერძოდ სამხრეთ ნაწილში ბინადრობენ. ამ ეგზოტიკური ფრინველის ფასი 8000 დოლარიდან იწყება.
5. პალმის კაკადუ
პალმის კაკადუ ყველაზე დიდია კაკადუს წარმომადგენლებიდან და ასევე ყველაზე მსხვილი ნისკარტის მქონდე თუთიყუშია. ეს მარტოხელა ფრინველები ბინადრობენ ავსტრალიის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ახალ გვინეასა და კუნძულ არუზე. ამ ფრინველის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ისაა, რომ გაბრაზების ან კიდევ აღელვების მომენტში მისი წითელი წერტილი ცისფერი ხდება, სიმაღლეში 75 სანტიმეტრამდე იზრდებიან. პალმის კაკადუს ფასი 16 000 დოლარიდან იწყება.