BIZARRE.SPACE
შესაძლებლობას გაძლევთ გახდეთ სამოქალაქო ჟურნალისტი და გამოიმუშავოს ფული.
პრინციპი მარტივია:
- რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ მეილზე hr@bizarre.space ან Facebook გვერდზე
- ატვირთე სტატიები/ფოტო/ვიდეო
- მიიღე ჰონორარი
როგორც კი თქვენი ჰონორარი (გამომუშავებული თანხა) 30 ლარს მიაღწევს, გაგიფორმდებათ ხელშეკრულება და თანხა ჩაგერიცხებათ ანგარიშზე.
რაზეა დამოკიდებული ჰონორარის ოდენობა:
- თითოეული პოსტზე დაგერიცხებათ 0.50₾
- ყოველ 100 წაკითხულზე დაგერიცხებათ 0.01₾
გაითვალისწინეთ, საინტერესო და კვალიფიციური მასალიდან თქვენ შემოსავალს მიიღებთ არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, მუდამ სანამ მას ხალხი ნახულობს!
მასალების გამოქვეყნების პირობები
ვებგვერდზე იკრძალება შემდეგი სახის მასალების გამოქვეყნება:
- ძალადობისკენ მოწოდება, რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნებისმიერი სახის სიძულვილის გაღვივება ან დისკრიმინაციის პროპაგანდა. ადამიანის, ცხოველების სიკვდილის, წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების სცენები.
- ეროტიკა და პორნოგრაფია
- მავნე, საშიში ან უკანონო საქმიანობის ტირაჟირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის სწავლება და კრიმინალური/ქურდული მენტალიტეტის პროპაგანდა
- ადამიანის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის და ზოგადად, მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება , პირის საკონტაქტო ინფორმაციის, სოციალურ ქსელებში არა საჯაროდ (მხოლოდ მეგობრებისათვის) განთავსებული პირადი ფოტო, ვიდეო მასალის ან მიმოწერის უნებართვოდ გავრცელება
- საავტორო უფლებების დარღვევა – სხვისი სტატიის გამოქვეყნება ამასთანავე, ვისიმე საავტოროს უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა და შესაძლო ზარალის ანაზღაურება/კომპენსაციის გაცემა მთლიანად და უპირობოდ ეკისრება მასალის გამომქვეყნებელ პირს.
- აკრძალულია ისეთი ხასიათის მასალების / კომენტარების / ბმულების განთავსება, რომელთა მიზანია გარკვეული საიტების, პროდუქციის გაყიდვა/პოპულარიზაცია, მომსახურების, პოლიტიკური პარტიების რეკლამირება და ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ემსახურება რომელიმე ორგანიზაციის ინტერესებს.
- აკრძალულია აზრს მოკლებული, უშინაარსო, უსარგებლო და უინტერესო მასალების გამოქვეყნება. გამოქვეყნებული მასალის სათაური უნდა იყოს ინფორმატიული და შეესაბამებოდეს გამოქვეყნებული მასალის შინაარსს.
- აკრძალულია უცენზურო ლექსიკა, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოქვეყნებულ მასალებში
- გამოქვეყნებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს ქართული მართლწერის ნორმებს. მიუღებელია მასალების გამოქვეყნება ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სინტაქსური შეცდომებით, ბარბარიზმებით და ჟარგონებით თუ მას არ მოითხოვს კონტექსტი.
- აკრძალულია მასალის შეუსაბამო კატეგორიაში გამოქვეყნება